ფეხბურთი

12:55 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ტრავმით ითამაშა, გოლი გაიტანა და "სანტოსი" გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა

ბრაზილიის სერია A-ს 36-ე ტურში „სანტოსმა“ „რესიფე“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ნეიმარი მოედანზე ტრავმიანი ფეხით გავიდა, გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

ნეიმარს დაზიანება აქვს, მაგრამ გამაყუჩებლებით ითამაშა, რადგან „სანტოსი“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ბრაზილიელმა პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში ასისტიც მიითვალა. ნეიმარს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„სანტოსი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 41 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას ორი ქულითაა დაშორებული და მომდევნო ტურში სტუმრად „ჟუვენტუდეს“ შეხვდება.

0.168731