ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხესუს (ჩუს) მატეომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ვრცლად ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ადვილ თამაშს არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით არ იქნება:
„დანიასთან შედეგი მომეწონა, იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ხუმრობა არ არის — ბევრ ეროვნულ გუნდს, რომლებიც ქაღალდზე ფავორიტები არიან, გაუჭირდათ და წააგეს. კარგი იქნებოდა, სამუშაოდ უფრო მეტი დრო გვქონდეს, მაგრამ რაც არის, ისაა, ამას საბაბად არ გამოვიყენებთ.
ეს არის გუნდი, რომელმაც მოგვიგო ევროპის ჩემპიონატზე. ამიტომ, ჩვენთვისაც ეს შეიძლება იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ დავფიქრდეთ, რამდენად კარგი გუნდია საქართველო, რა კარგი მოთამაშეები ჰყავთ. მათ ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ესპანურ კალათბურთის გულშემატკივრებს კარგად იციან და ჩვენ კარგად ვიცით მათი ხარისხი. უნდა ვიყოთ 100%-ით მზად, თუ გვინდა, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვოთ.
შერმადინი უკვე დიდი ხანია ამ დარბაზში თამაშობს. სტატისტიკურადაც და თამაშითაც ძალიან კარგად თამაშობს. ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც ლიგა ენდესადან ყველა კარგად ვიცნობთ. უნდა ვიყოთ ყურადღებით, როგორც მის მიმართ, ასევე მისი თანაგუნდელების მიმართაც. საქართველოს გუნდს ძალიან ბევრი შეტევითი რესურსი აქვს, და ცხადია, შერმადინი იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ეჭვი არ არის, რომ მას სურს, საკუთარ კლუბის გულშემატკივრებთან ერთად თავისი ეროვნული ნაკრებიდან საუკეთესო ფორმით წავიდეს. მაგრამ ვეცდებით, რომ კარგი მატჩი ჩაატაროს - კი, კარგი მატჩი, მაგრამ თამაში, რომ მოიგოს ესპანეთმა.
გვინდა, რომ ენერგიულად დავიწყოთ. ეს თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვინდა კარგი დინამიკით გავიდეთ მოედანზე, ისე როგორც დანიასთან მატჩში. მნიშვნელოვანია თამაში კარგად დავიწყოთ, ფოკუსირებულად და კონცენტრირებულად, რათა თავიდანვე მოვიპოვოთ უპირატესობა, რომელიც შემდეგ მატჩის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.
თუმცა ვიცით, რომ მოთმინებით და შრომით უნდა ვითამაშოთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოსთან თამაში მარტივი იქნება და ადვილად მოვიგებთ - ეს შეუძლებელია. ისინი ისეთივე კონკურენტუნარიანები არიან, როგორც ჩვენ და უნდა ვეცადოთ, რომ 40 წუთის განმავლობაში თამაში ისე განვავითაროთ, რომ საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვოთ - სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.
საქართველო ძალიან არ შეცვლილა, ვიტყოდი კვლავ ჰყავთ წამყვანი მოთამაშეები, რომლებიც რჩებიან გუნდის ბირთვად. მართალია, რამდენიმე მათგანი აკლიათ, მაგრამ ძირითადად ინარჩუნებენ ბაზას. მაგალითად, მაკფადენი, რომელიც კიდევ ერთი იარაღია, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. შეიძლება ითქვას, რომ ის ძლიერი მსროლელია, მუდმივად შეტევაზე ორიენტირებული მოთამაშე, რომლის გაკონტროლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შერმადინი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, შენგელია, რომლის ძალაც კარგად ვიცით და სანაძე, რომელიც მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, დანარჩენებსაც არ უნდა დავივიწყოთ.
საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. კარგად თამაშობენ, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. გამოვარჩევდი შენგელიას, ის ერთ-ერთი მთავარ საყრდენია შეტევაში. შერმადინი - ის გუნდის სიმბოლოა, რომელიც აქ იქნება, რათა დაემშვიდოს ეროვნულ ნაკრებს. ალბათ მას ექნება დამატებითი მოტივაცია, ნამდვილად. მაკფადენი, სანაძე - ორივე მათგანი მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ვიცით, რომ მეტოქის დაუფასებლობა კარგი არ იქნება, რადგან ვიცით, რომ შეუძლიათ კვლავ ჩვენი დამარცხება. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს“, - თქვა მატეომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ტურში თბილისში, უკრაინასთან დამარცხდა, ხოლო ესპანეთმა სტუმრად დანია დაამარცხა. ესპანეთი - საქართველოს მატჩი 30 ნოემბერს ტენერიფეში გაიმართება.









