ფეხბურთი

18:38 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ლაპორტა? მთავარია მოედანზე გამარჯვება, დამსახურებულად და სპორტული გზით"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებას უპასუხა და ასევე, გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ლაპორტას განცხადებები? „ვიცით, რომ პოპულისტური განცხადებები მათ ინტერესებშია. ჩვენ ჩვენს საქმეებზე ვართ ორიენტირებული. მთავარია მოედანზე გამარჯვება, დამსახურებული და სპორტული გზით.

ტრენტი? ის საუკეთესო ფეხბურთელია და გვჭირდება. მისი პირველი სეზონია აქ და ნორმალურია, რომ ადაპტაციის პერიოდი აქვს. ის მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართა და უნდა დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი ცვლილების გადალახვაში.

მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გუნდი ერთიანია, ყველამ ვიცით, რა არის მიზანი: ბოლომდე მივიდეთ და ყველაფრის მოგების შანსი გვქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ნათქვამია და რაც ზოგიერთ ადამიანს სურს, ძალიან მყარი გარემოა, ერთად ვართ.

რიუდიგერი და მილიტაო დაბრუნდნენ, ისევე, როგორც ფრანკო მასტანტუონო. ის ვარჯიშობს, ტკივილების გარეშე, დისკომფორტი აღარ აქვს“, - თქვა ალონსომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095577