ფეხბურთი

20:05 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩი „ლივერპულზე“: „მათი დაცვა საშინელია. საკუთარ თავს არ გვანან“

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა კომენტარი გააკეთა გუნდის დაცვაზე ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შემდეგ, რომელშიც ინგლისური გუნდი პსვ ეინდჰოვენთან 4:1 დამარცხდა.

„დაცვაში საშინლად თამაშობდნენ. საკუთარ თავს არ გვანან. ისინი არ იბრძოდნენ, არ ახდენდნენ ზეწოლას მცველებზე. ამაში სალაჰია დამნაშავე, მაგრამ არ მგონია, რომ ახლა „ლივერპულის“ მაისურით ვინმე იყოს, ვისაც შეუძლია ხელი ასწიოს და თქვას, რომ კარგად თამაშობენ. ნამდვილი იმედგაცრუება „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივრისთვის.“ შეიძლება რამდენიმე მატჩი წააგო და ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მსგავსი ძალიან რეგულარულად ხდება და აშკარაა, რომ პრობლემა ღრმად არის ფესვგადგმული“, - ციტირებს კრაუჩის სიტყვებს Goal.com.

პსვ-სთან მარცხი გუნდისთვის მეცხრე იყო ამ სეზონში ყველა შეჯიბრში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097058