ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩი, „ბარსელონასა“ და „ალავესს“ შორის, კატალონიელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
სტუმრების ნახევარმცველმა პაბლო იბანესმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა. მერვე წუთზე „ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა გაათანაბრა ანგარიში. 26-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დანი ოლმომ თავისი გუნდი დააწინაურა, იმავე ოლმომ დუბლი შეასრულა 90+3 წუთის ბოლოს.
ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ 34 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა. „რეალი“ 32 ქულით მეორეზე, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. „ალავესმა“ კი 15 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა.
შემდეგ რაუნდში „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ (2 დეკემბერი) დაუპირისპირდება, ხოლო „ალავესი“ „რეალ სოსიედადს“ (6 დეკემბერი).






