ფეხბურთი

22:20 | 29.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკიმ გაამხილა, თუ რომელ ამჟამინდელ სერია A-ს მწვრთნელებში ხედავს საკუთარ თავს

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გააზიარა თავისი მოლოდინები სერია A-ს მე-13 ტურის მატჩის შესახებ, რომელშიც კვირას, 30 ნოემბერს, ლიდერი „რომა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

„ჩვენ ვიხილავთ მაღალტემპიან თამაშს, მთელ მოედანზე სწრაფ გადაადგილებას და ორივე გუნდი შეეცდება მოედანზე დომინირებას. მოკლედ, ეს არის მატჩი ინგლისის პრემიერლიგის დონეზე“.

კარგად ვიცნობ მწვრთნელებს - ისინი ფეხბურთს მსგავსი გზით ხედავენ: მაღალი ინტენსივობით და დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით. შესაძლოა, რეალობამ დამიმტკიცოს, რომ ვცდები. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მატჩი ასე განვითარდება.

კონტე და გასპერინი სიტყვის ნამდვილი გაგებით ოსტატები არიან. ისინი ასწავლიან, განმარტავენ, ასწორებენ, საჭიროების შემთხვევაში, ამხნევებენ და აკრიტიკებენ, როცა სიტუაცია მოითხოვს. ვაღიარებ, რომ მათი გუნდების ყურებისას ხშირად ვამსგავსებ საკუთარ თავს მწვრთნელობისას. გასპერინის სერია A-ში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მოახერხა პროფესიონალური და მორალური ღირებულებების დანერგვა, რამაც შეიძლება გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართოს.

„ნაპოლი“ უდავოდ უფრო ძლიერია და შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე „რომა“. „ნაპოლის“ ამ სეზონში პრობლემები შეექმნა, განსაკუთრებით ტრავმების გამო, მაგრამ გუნდის ხასიათი აშკარად ჩანს.

ვფიქრობ, მთავარი რისკი - თვითკმაყოფილება მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ - მწვრთნელის ჩარევის წყალობით დაძლიეს, ახლა ჩვენ უნდა დავაბრუნოთ დარჩენილი ტრავმირებული მოთამაშეები,“- ციტირებს საკის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

თეგებიარიგო საკი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172266