გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ლევერკუზენის „ბაიერმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
41-ე წუთზე აარონ ანსელმინომ გახსნა ანგარიში და დორტმუნდი წინ გაიყვანა. 65-ე წუთზე კარიმ ადეიემიმ სტუმართა უპირატესობა გააორმაგა. 83-ზე კი კრისტიან კოფანემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ლევერკუზენი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 23 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „დორტმუნდი“ 25 ქულით, მესამეზე.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-12 ტური. 29 ნოემბერი: ჰოფენჰაიმი - აუგსბურგი 3:0, იუნიონ ბერლინი - ჰაიდენჰაიმი 1:2, ვერდერი - კიოლნი 1:1, ბაიერნი - ზანქტ პაული 3:1, ლევერკუზენი - დორტმუნდი 1:2.






