2025/2026 წლების მეფის თასის მეოთხედფინალური მატჩი „ალ-იტიჰად ჯედასა“ და „ალ-შაბაბ რიადის“ შორის დასრულდა. თამაში ჯიდაში, მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე გაიმართა. მასპინძელმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა.
სტუმრების თავდამსხმელმა აბდერაზაკ ჰამდალაჰმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. „ალ-იტიჰადის“ ნახევარმცველმა მაჰამადუ დუმბიამ მე-20 წუთზე გაათანაბრა, ხოლო 10 წუთის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მასპინძლები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, გაიტანა 84-ე და 87-ე წუთებზე.
ტურნირის წინა რაუნდში „ალ-იტიჰადმა“ „ალ-ნასრი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო „ალ-შაბაბმა“ „ალ-ზულფი“ - 1:0.









