„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდის ყველაზე ცუდი თამაში იყო სეზონში.
როგორც ესპანელმა თქვა, ორივე გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ მოგებას „მონაკო“ უფრო იმსახურებდა, ვიდრე პსჟ.
„ყველაფერზე მეტად სიზუსტე გვაკლდა. როდესაც ამდენი ფეხბურთელი არაზუსტად თამაშობს და ადვილად უშვებს შეცდომებს, რთულია „მონაკოს“ მსგავსი გუნდის წინააღმდეგ სტუმრად კარგად თამაში. ვფიქრობ, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო სეზონში. მეტს არაფერს ვიმსახურებდით. დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის რთული იყო, არა მხოლოდ ჩვენთვის. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უფრო დაიმსახურეს, ვიდრე ჩვენ.
ჩემთვის ძალიან ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩემი გუნდი დაიღალა, მაგრამ საბაბი არ მაქვს. ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ კარგად ვითამაშოთ, თუნდაც ეს ადვილი არ იყოს. „მონაკოსთვისაც“ ადვილი არ იყო, მაგრამ ისინი მოგებას ჩვენზე მეტად იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მიზნები გვქონდა. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი საღამო იყო”, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ 30 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „ლანსს“ შანსი აქვს ამ ტურის შემდეგ გადაასწროს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „რენს“ უმასპინძლებს.






