ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ MLS-ის ფინალში გავიდა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
ხავიერ მასკერანოს გუნდმა ნახევარფინალში „ნიუ იორკ სიტის“ ნახევარფინალში ადვილად, 5:1 აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ მაიამელებმა 5 გოლი გაიტანეს, ამჯერად მესის თავი არ გამოუჩენია. ჰეთ-თრიქი შეასრულა ტადეო ალენდემ, ხოლო თითოჯერ მატეო სილვეტიმ და ტელასკო სეგოვიამ.
მესიმ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ასისტმენი გახდა - ლეოს აქტივში 405 საგოლე პასია, ფერენც პუშკაშის 404, ხოლო მესამე ადგილზეა პელეა 369 საგოლე პასით.
მეორე ნახევარფინალში „ვანკუვერმა“ სტუმრად „სან დიეგო“ 3:1 დაამარცხა, შესაბამისად, ფინალში, რომელიც 6 დეკემბერს გაიმართება, „ინტერ მაიამი“ „ვანკუვერს“ შეხვდება, რომლის რიგებში თომას მიულერი თამაშობს.









