ფეხბურთი

2:08 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიაში დაცემული ჰოლანდია და პელეს წარმატებული დებიუტი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ოქტომბერს გამართული მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ისლანდიასა და ჰოლანდიას შორის დაფიქსირებული შედეგი იწვევს. ჰოლანდიელები, რომლებსაც ისლანდიელებთან გამართულ 10 მატჩში წაგება არ ჰქონდათ, სენსაციურად დამარცხდნენ.

რეიკიავიკში ჩატარებული შეხვედრის საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა. სილესენს ორივე გოლი გილფი სიგურდსონმა გაუტანა. მან ჯერ თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა, შემდეგ კი, სიგთორსონის გადაცემა გამოიყენა.

ამ მატჩის შემდეგ, ისლანდიის ნაკრების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გუნდმა ზედიზედ 3 თამაში მშრალად მოიგო. რაც შეეხება ჰოლანდიას – გუს ჰიდინკის გუნდი, 3 მატჩში მხოლოდ 3 ქულით, მე-3 ადგილზეა და ლიდერთა დუეტს 6 ქულით ჩამორჩება.

A ჯგუფს, ისლანდიასთან ერთად, ჩეხეთი ლიდერობს, რომელმაც ასპროცენტიანი შედეგი დღის პირველ მატჩში, ყაზახეთთან გამართულ შეხვედრაში შეინარჩუნა.

ჯგუფის აუტსაიდერთან, მალტას ნაკრებთან მხოლდ 1:0 მოიგო იტალიამ. “სკუადრა აძურას” 3 ქულა გუნდის დებიუტანტმა, გრაციანო პელემ მოუტანა. 29 წლის თავდამსხმელმა, 24-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

თამაშის ბოლომდე, მთავარ მსაჯს წითელი ბარათის ჩვენება 2-ჯერ მოუხდა. მოედნიდან ჯერ მიფსუდი გააძევეს ფლორენცისთან უხეშობის გამო, შემდეგ კი, ბოლო იმედის ჯარიმის ბრალდებით, გასახდელისკენ ბონუჩის მიუთითეს.

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მისმა გუნდმა ზედიზედ 4 თამაში მოიგო. “სკუადრა აძურას” დამრიგებელს ასეთი შედეგი 1987 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ევროპული ფეხბურთის რეკორდი დამყარდა ნორვეგიასა და ბულგარეთს შორის გამართულ შეხვედრაში. 63-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მასპინძელთა რიგებში, მოედანზე 15 წლისა და 297 დღის მარტინ ოდეგაარდი გამოვიდა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრების ოფიციალურ მატჩში უთამაშია. თუმცა, ოდეგაარდისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა არ ყოფილა. მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, მან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

ყველაზე დიდი სხვაობით ხორვატიამ მოიგო, რომელმაც აზერბაიჯანს 6 უპასუხო ბურთი გაუტანა. ივან პერიშიჩმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ლუკა მოდრიჩმა აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. საინტერესოა, რომ მოდრიჩმა, ხორვატიის ეროვნული ნაკრების მაისურით, მე-10 გოლი გაიტანა და აქედან 8-ჯერ მან მეტოქეთა კარი ოფიციალურ მატჩში აიღო. ამხანაგურ თამაშში მოდრიჩმა გოლი ბოლოს თითქმის 8 წლის წინათ გაიტანა.

B ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა უელსმა, რომელმაც კვიპროსი საკუთარ კედლებში 2:1 დაამარცხა. მე-13 წუთზე, ანგარიში კოტერილმა გახსნა, რომელიც თამაშში მე-6 წუთზე ჩაერთო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შეცვლაზე შესულ ფეხბურთელთა შორის, ის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.

ჯგუფში მე-2 ადგილზე ისრაელია, რომელმაც ბოლოადგილოსანი ანდორა ომერ დამარის ჰეთ თრიქის წყალობით დაამარცხა. ანდორელებმა, 2004 წლის შემდეგ, ზედიზედ 70-ე მოუგებელი თამაში ჩაატარეს. ამაზე ცუდი მოუგებელი სერია მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირებულა და ორივე შემთხვევაში საქმე ლუქსემბურგის წარუმატებლობასთან გვქონდა.

A ჯგუფი

ყაზახეთი-ჩეხეთი 2:4 (0:2)

გოლები: 0:1 დოკალი (13), 0:2 ლაფატა (44), 0:3 კრეიცი (56), 1:3 ლოგვინენკო (84), 1:4 ნეციდი (88), 2:4 ლოგვინენკო (90+1)

გაფრთხილებები: ტაგიბერგენი 27, ნუსერბაიევი 53 – კოლარი 31, დარიდა 76

ისლანდია-ჰოლანდია 2:0 (2:0)

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი, ვან დერ ვილი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ბლინდი, აფელაი (ფერი 78), დე იონგი, სნეიდერი (ჰუნტელაარი 46), რობენი, ვან პერსი, ლენსი (პრომესი 68)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (10, პენ), 2:0 სიგურდსონი (42)

გაფრთხილება: დე იონგი 83

ლატვია-თურქეთი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კისა (47), 1:1 საბალა (54)

გაფრთხილებები: საბალა 45, ვისნაკოვსი 45+2, ფრეიმანისი 52 – თურანი 51, ტორე 53, კისა 65, ალთინთოფი 90+2

გაძევება: ფრეიმანისი 90+2 (ლატვია)

1. ისლანდია 3 3 0 0 8:0 9
2. ჩეხეთი 3 3 0 0 8:4 9
3. ჰოლანდია 3 1 0 2 4:5 3
4. ლატვია 3 0 2 1 1:4 2
5. თურქეთი 3 0 1 2 2:6 1
6. ყაზახეთი 3 0 1 2 3:7 1

B ჯგუფი

ანდორა-ისრაელი 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 დამარი (3), 1:1 ლიმა (15), 1:2 დამარი (41), 1:3 დამარი (82), 1:4 ჰემედი (90+6)

გაფრთხილებები: რუბიო 45+2, მარტინესი 83 – ვერმუთი 45+2

ბოსნია-ბელგია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯეკო (28), 1:1 ნაინგოლანი (51)

გაფრთხილება: კომპანი 88 (ბელგია)

უელსი-კვიპროსი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 კოტერილი (13), 2:0 რობსონ-კანუ (23), 2:1 ლაბანი (36)

გაფრთხილებები: ლედლი 5, კოტერილი 34, ბეილი 48, ედვარდსი 90+1 – ნიკოლაუ 5, ანგელი 39, სოტერიუ 64, კირიაკუ 85, მერკისი 90+4

გაძევება: კინგი 47 (უელსი)

1. უელსი 3 2 1 0 4:2 7
2. ისრაელი 2 2 0 0 6:2 6
3. ბელგია 2 1 1 0 7:1 4
4. კვიპროსი 3 1 0 2 4:5 3
5. ბოსნია 3 0 2 1 2:3 2
6. ანდორა 3 0 0 3 2:12 0

H ჯგუფი

ხორვატია-აზერბაიჯანი 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 კრამარიჩი (11), 2:0 პერიშიჩი (34), 3:0 პერიშიჩი (45), 4:0 ბროზოვიჩი (45+1), 5:0 მოდრიჩი (57), 6:0 სადიგოვი (61, ს.კ.)

გაფრთხილებები: რამალდანოვი 16, რამაზანოვი 36, ალაჰვერდიევი 55

მალტა-იტალია 0:1 (0:1)

იტალია (3-1-4-2): ბუფონი, დარმიანი, ბონუჩი, კიელინი, ვერატი, კანდრევა, ფლორენცი (აკვილანი 59), მარკიზიო, პასკუალი, იმობილე (ჯოვინკო 65), პელე (ოგბონა 75)

გოლი: 0:1 პელე (24)

გაფრთხილებები: ბრიფა 42 – დარმიანი 44

გაძევებები: მიფსუდი 28 – ბონუჩი 73

ნორვეგია-ბულგარეთი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ელიუნუსი (13), 1:1 ბოდუროვი (43), 2:1 ნილსენი (72)

გაფრთხილებები: ელიუნუსი 59, იოჰანსენი 90+2 – ვ. მინევი 87, პოპოვი 88, ი. მინევი 90+2

1. ხორვატია 3 3 0 0 9:0 9
2. იტალია 3 3 0 0 5:1 9
3. ნორვეგია 3 2 0 1 5:3 6
4. ბულგარეთი 3 1 0 2 3:4 3
5. მალტა 3 0 0 3 0:6 0
6. აზერბაიჯანი 3 0 0 3 2:10 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09082