საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ და გორის „დილამ“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
„იბერიამ“ სტუმრად „გარეჯს“ 4:0 სძლია. პირველ ტაიმში ამირან ძაგანიამ დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „გარეჯი“ პირველი ტაიმის ბოლოდან 10 კაცით თამაშობდა.
„იბერია“ 77 ქულით პირველ ადგილზეა, ურთიერთშეხვედრებით სჯაბნის „დილას“ და ბოლო ტურში თუ „გაგრას“ დაამარცხებს, ჩემპიონი ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ გახდება. „გარეჯი“ მერვე ადგილზეა და დასარჩენად ბრძოლა პლეი-აუტში მოუწევს.
გორის „დილამ“ გასვლაზე ფოთის „კოლხეთს“ 4:1 აჯობა. პირველივე ტაიმში შოთა შეყილაძემ, ოთარ ფარულავამ და სირილ ედუძიმ გაიტანეს, მეორე ნახევარში აბუბაქარ კონტემ. „კოლხეთმა“ გიორგი კვირკველიას გოლით უპასუხა.
„დილას“ 77 ქულა აქვს, მაგრამ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული, ჩემპიონობისთვისთვის სჭირდება, რომ ბოლო ტურში „დინამო თბილისთან“ მოიგოს და „იბერიამ“ ქულები დაკარგოს (ან ფრე ითამაშოს და „იბერია“ დამარცხდეს). „კოლხეთი“ ბოლო ადგილზეა და უკვე დაქვეითდა ეროვნულ ლიგა 2-ში.
„კოლხეთი“ – „დილა“ 1:4 (0:3)
გოლები: 0:1 შეყილაძე (20), 0:2 ფარულავა (37), 0:3 ედუძი (38), 1:3 კვირკველია (52), 1:4 კონტე (66)
„გარეჯი“ - „იბერია“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 ძაგანია (11), 0:2 ძაგანია (42), 0:3 დადიანი (65), 0:4 გოშთელიანი (78)
| 1. | იბერია | 35 | 23 | 8 | 4 | 58 | 23 | 35 | 77 |
| 2. | დილა | 35 | 25 | 2 | 8 | 61 | 33 | 28 | 77 |
| 3. | ტორპედო | 34 | 17 | 8 | 9 | 59 | 38 | 21 | 59 |
| 4. | დინამო თბილისი | 34 | 15 | 10 | 9 | 47 | 30 | 17 | 55 |
| 5. | გაგრა | 34 | 12 | 7 | 15 | 42 | 51 | -9 | 43 |
| 6. | დინამო ბათუმი | 34 | 10 | 10 | 14 | 37 | 53 | -16 | 40 |
| 7. | სამგურალი | 34 | 11 | 6 | 17 | 50 | 50 | 0 | 39 |
| 8. | გარეჯი | 35 | 7 | 13 | 15 | 40 | 52 | -12 | 34 |
| 9. | თელავი | 34 | 7 | 9 | 18 | 31 | 58 | -27 | 30 |
| 10. | კოლხეთი | 35 | 5 | 7 | 23 | 31 | 68 | -37 | 22 |
ბომბარდირები
1. ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 19 გოლი
2. გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 16
3. თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი) – 12
4. იური ტაბატაძე (იბერია) – 11
5. ლევან პაპავა (გარეჯი) - 11






