ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ჰარტბერგი“ 1:0 დაამარცხა, ოთარ კიტეიშვილის გოლით.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-80 წუთზე პენალტით შეძლო თავის გამოჩენა და „შტურმს“ ჩემპიონატში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარა.
კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ერთ კვირაში, ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. მას ავსტრიის ჩემპიონატში 12 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია. გარდა ამისა, აქტივში ორი საგოლე პასიც აქვს. ყველა ტურნირზე ქართველის სტატისტიკა ასეთია: 20 მატჩი, 11 გოლი და 2 საგოლე პასი.
გრაცის „შტურმი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ტიროლს“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.









