„ინტერმა“ სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად „პიზა“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან წინა ორი თამაში „მილანისა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ წაგებული ჰქონდა.
კრისტიან კივუს გუნდს გაუჭირდა, თუმცა ბოლოსკენ მაინც გატეხა მეტოქე. 69-ე წუთზე ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელმაც ცოტა ხანში დუბლიც შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.
„ინტერი“ 27 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „კომოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
„პიზა“ – „ინტერი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (69), 0:2 ლაუტარო მარტინესი (83)






