ფეხბურთი

20:14 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" წაგებების სერია შეწყვიტა, მამარდაშვილს არ უთამაშია

„ლივერპულმა“ როგორც იქნა მოიგო. არნე სლოტის გუნდმა პრემიერლიგის მე-13 ტურში სტუმრად „ვესტ ჰემის“ 2:0 აჯობა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი „წითლებმა“ ალექსანდერ ისაკისა და კოდი გაკპოს გოლებით იმარჯვეს და ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთეს.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო, რადგან „ლივერპულს“ ალისონი დაუბრუნდა. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპულმა“ 21 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, „სანდერლენდს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093173