ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვესთან“ 3:2 მოიგო, რაშიც გურამ კაშიამ წვლილი გოლით შეიტანა.
„სლოვანი“ ორჯერ აგებდა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ 92-ე წუთამდე 1:2 მარცხდებოდა. კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ორჯერ შეაგდეს და გაიმარჯვეს.
გურამ კაშიამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 69-ე წუთზე გაიტანა გოლი და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). ეს ქართველისთვის ზედიზედ მეორე გოლია, რადგან სამი დღის წინ კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოც“ დაამწუხრა. კაშიას მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად სლოვაკეთის ჩემპიონატში ექვს თამაშში 1 გოლი.
„მიხალოვცეს“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ.
„სლოვანი“ 36 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, „რუჟომბეროკს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.







