გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ შინ „შტუტგარტი“ 2:1 დაამარცხა და 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი კომპენსირებულ დროში ფაბიო ვიეირას გოლმა გადაწყვიტა. გოჩოლეიშვილი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. ქართველ მცველს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ მან გერმანიის თასზეც ითამაშა.
„ჰამბურგი“ 12 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 დეკემბერს, „ვერდერს“ უმასპინძლებს.






