ფეხბურთი

22:03 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "დინამო ბათუმს" ადვილად აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო ბათუმს“ 4:0 აჯობა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და პირველივე ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტეს, როცა ლაშა შერგელაშვილმა და დემურ ჩიხლაძემ გაიტანეს. მატჩის მიწურულს სტუმრებმა უპირატესობა გაზარდეს - გიორგი ფანცულაიას და ველისოლის გოლებით.

შედეგად, „სამგურლი“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა და ბოლო ტურში „თელავს“ ეთამაშება, ხოლო „დინამო ბათუმს“ 40 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციაზეა და სეზონს „კოლხეთთან“ მატჩით დაასრულებს.

„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (24), 2:0 ჩიხლაძე (36), 3:0 ფანცულაია (82), 4:0 ველისოლი (88)

1. იბერია 35 23 8 4 58 23 35 77
2. დილა 35 25 2 8 61 33 28 77
3. ტორპედო 35 17 9 9 61 40 21 60
4. დინამო თბილისი 35 15 11 9 49 32 17 56
5. გაგრა 34 12 7 15 42 51 -9 43
6. სამგურალი 35 12 6 17 54 50 4 42
7. დინამო ბათუმი 35 10 10 15 37 57 -20 40
8. გარეჯი 35 7 13 15 40 52 -12 34
9. თელავი 34 7 9 18 31 58 -27 30
10. კოლხეთი 35 5 7 23 31 68 -37 2

ბომბარდირები

1. ბიორნ იონსენი (ტორპედო) – 20 გოლი
2. გიორგი ფანცულაია (სამგურალი) – 17
3. თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი) – 12
4. იური ტაბატაძე (იბერია) – 11
5. ლევან პაპავა (გარეჯი) - 11

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091845