ფეხბურთი

22:56 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს "ლანსმა" გადაასწრო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „ლანსმა“ სტუმრად „ანჟერი“ 2:1 დაამარცხა და გალიდერდა.

მატჩის გმირი ფლორენ ტოვენი გამოდგა, რომელმაც თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქეს და დუბლი შეასრულა. „ანჟერმა“ ბოლოს შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.

"ლანსს" სულ სამი წაგება აქვს მიმდინარე სეზონში, საიდანაც ორი ქართველების გუნდებთან განიცადა პსჟ-სა და "მეცთან", ხოლო ერთი "ლიონთან", როცა გადამწყვეტი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა.

შედეგად, რაც „მარსელმა“ ვერ შეძლო, „ლანსმა“ მოახერხა და პსჟ-ს გადაასწრო: „ლანსი“ 31 ქულით ლიდერია, პსჟ-ს 30 ქულა აქვს, ხოლო „მარსელს“, რომელმაც გუშინ ბოლო წუთზე დაკარგა გამარჯვება და ფრეს დასჯერდა, 29 ქულით მესამე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091906