ფეხბურთი

22:33 | 30.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" 10-კაციან "ჩელსის" ვერ აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში ლონდონური დერბი შედგა, რომელშიც „ჩელსიმ“ და „არსენალმა“ ქულები გაიყვეს.

არადა, მიკერ არტეტას გუნდს ტაიმზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, 38-ე წუთზე „ჩელსის“ მოისეს კაისედო გაუძევეს. თუმცა, სწორედ ენცო მარესკას გუნდი დაწინაურდა მეორე ტაიმის სტარტზე, როცა ტრევორ ჩალობამ გაიტანა.

„მეთოფეებმა“ ის მაინც შეძლეს, რომ ქულა გადაარჩინეს მიკელ მერინოს გოლით, რომელმაც 59-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და მატჩი 1:1 დასრულდა.

„არსენალი“ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჩელსი“ 24 ქულით მესამე ადგილს იკავებს და 3 დეკემბერს, „ლიდს იუნაიტედს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086484