კალათბურთი

1:23 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "სანამ ნაკრების მწვრთნელი ვარ, ასეთ მიდგომას არ დავუშვებ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ესპანეთთან მარცხის (61:90) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდის შეცდომებმა ესპანეთთს თამაშში გაქცევის საშუალება მისცა.

„ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა. მინდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მივულოცო - მათ შესანიშნავად დაიწყეს საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენც გვქონდა მომენტები, როცა სწორად ვთამაშობდით, მაგრამ რაღაც დროს რამდენიმე მოთამაშემ თავისი მეორე სახე აჩვენა, რამაც ესპანეთის გუნდს საშუალება მისცა დაბრუნებულიყო თამაშში, მოეპოვებინა თავდაჯერება. მერე მათ თავისი თამაში იპოვეს და შედეგიც ნახეთ. ასე რომ, გარკვეული რაღაცები მომავალში აუცილებლად გასაგები და გამჭვირვალე იქნება. არ დავუშვებ მე-ს მიდგომას, სანამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვწრთვნი“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო მომდევნო მატჩებს დანიის ნაკრებთან გამართავს, რომელსაც 27 თებერვალს და 2 მარტს ორჯერ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168645