ფეხბურთი

1:46 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "რომა" დაამარცხა და სერია A-ს ორი ლიდერი ჰყავს

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლი“ ლიდერ „რომას“ ესტუმრა, რომელიც დაამარცხა და ახლა თავადაა ლიდერი.

ანტონიო კონტეს გუნდმა დაცვაში შესანიშნავი თამაში აჩვენა, შეტევაში შანსი გამოიყენა და მოიგო. ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც 36-ე წუთზე დავიდ ნერეშმა გაიტანა, შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„ნაპოლიმ“ 28 ქულა დააგროვა, ლიდერია „მილანთან“ ერთად, შედეგ „რომა“ და „ინტერი“ მოდიან, რომელთაც ქულით ნაკლები აქვთ.

მომდევნო ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო „რომა“ „კალიარის“ ესტუმრება.

„რომა“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 დავიდ ნერეში (36)

0.085298