ფეხბურთი

2:10 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ზედიზედ მესამე ფრე და დაკარგული ლიდერობა ლა ლიგაში

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და ლიდერიც აღარაა.

„სამეფო კლუბი“ მე-14 ტურში „ჟირონას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა. ქულასაც ვერ მოიპოვებდა, კილიან მბაპეს ზუსტი პენალტი რომ არა, რომელმაც 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მანამდე „ჟირონა“ უნაჰის გოლით იგებდა - 1:1.

„რეალმა“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში „რაიო ვალეკანოს“, „ელჩეს“ და „ჟირონას“ ვერ მოუგო, სამივესთან სტუმრად ითამაშა, მაგრამ დაკარგული 6 ქულა (ჯამში), უკვე ძვირად დაუჯდა.

მადრიდის „რეალმა“ ლიდერობა დაკარგა, 33 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094599