ფეხბურთი

9:30 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ხარატიშვილის წარმატებული დებიუტი ჩეხეთის ჩემპიონატში "სპარტასთან" მატჩში

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლუკა ხარატიშვილის „პარდუბიცემ“ სტუმრად პრაღის „სპარტა“ მოულოდნელად 4:2 დაამარცხა, ქართველ მეკარეს კი დებიუტი ჰქონდა.

ხარატიშვილს „პარდუბიცეში“ ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ ორივე თასზე, ახლა კი ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მან 90 წუთი გაატარა მოედანზე და ორიდან ერთი გოლი პენალტით გაუშვა. ლუკამ სამი მოგერიება მიითვალა.

აუტსაიდერთა რიგებში მყოფმა „პარდუბიცემ“ „სპარტას“ 15 ქულა დააგროვა და მე-12 საფეხურზე გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101407