ფეხბურთი

11:21 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი: "ალისონს ტრავმა რომ მიეღო, თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა"

„ლივერპულმა“ „ვესტ ჰემი“ 2:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა, ხოლო გუნდს ალისონი დაუბრუნდა.

თუმცა, ბრაზილიელ მეკარეს „ჩაქუჩებთან“ მატჩში ექიმების დახმარება დასჭირდა, შემდეგ თამაში მაინც გააგრძელა. არნე სლოტმა თქვა, რომ ალისონს ტრავმა რომ ჰქონოდა, თამაშს ვერც გააგრძელებდა.

„არა მგონია, ტრავმა ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. ვფიქრობ, ის კარგადაა. მას ბევრი სამუშაო არ ჰქონდა, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მომდევნო მატჩში ისევ სათამაშოდ მზად იქნება“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ ალისონი მიმდინარე სეზონში ხშირად ტრავმიანობს და გიორგი მამარდაშვილმა 10 მატჩი ჩაატარა. „ლივერპული“ მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09277