ნიდერლანდების ერედივიზიონის მატჩი ამსტერდამის „აიაქსსა“ და „გრონინგემს“ შორის მეექვსე წუთზე შეწყდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მიზეზი ისაა, რომ „აიაქსის“ ფანებმა სტადიონს ლამის ცეცხლი წაუკიდეს. ერთ-ერთი ულტრასის გარდაცვალების ხსოვნის პატივსაცემად „აიაქსის“ ფანებმა სტადიონზე პეტარდები დაანთეს და მთავარი მსაჯი ბას ნიჰუისი იძულებული გახდა თამაში შეეჩერებინა, როგორც გუნდების, ისე სტადიონზე მყოფი ხალხის უსაფრთხოებისა და ხილვადობის ნაკლებობის გამო.
40 წუთის შემდეგ გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ მატჩის გასაგრძელებლად, მაგრამ გულშემატკივრებმა ხელახლა დაიწყეს პეტარდებს გასროლა, რის შედეგადაც, მსაჯმა თამაში ისევ შეაჩერა და მატჩი გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსინ ინციდენტი 1 ნოემბერს, „ჰერენვენთან“ მატჩშიც მოხდა, მაგრამ მაშინ თამაში განახლდა და დასრულდა კიდეც. ჯერ კიდევ გასარკვევია, რა შედეგები მოჰყვება „აიაქსისთვის“ მომხდარს. კლუბმა განცხადება გაავრცელა და ულტრასების საქციელი დაგმო:
„რაც მოხდა, მოიუღებელია. ბოდიშს ვუხდით ყველას. შევისწვალით კამერების ჩანაწერებს, რათა დავადგინოთ პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი ზომები მივიღოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.









