კალათბურთი

9:50 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 9 ქულა და "ტორონტოს" ზედიზედ მეორე მარცხი

NBA-ს რეგულარულ სეზონში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია "ტორონტო რეპტორსმა". სანდრო მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 116:94 დამარცხდა.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 19 ქულიანი სხვაობით 41:22 მოიგეს, რამაც მატჩში საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ნიქსის" მხრიდან ჯოშ ჰარტი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 27:03 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 9 ქულას, 7 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ქულები პერიმეტრიდან დააგროვა და სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 14 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.18002