მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და ლიდერიც აღარაა. „სამეფო კლუბი“ მე-14 ტურში „ჟირონას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"სეზონი ძალიან კარგად დავიწეთ, თუმცა ახლა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ და გულშემატკივარს სურს, თუმცა სეზონი გრძელია და ფეხბურთში ასეთი მომენტები ხშირია. დღეს ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გავაუმჯობესეთ, მომეწონა ჩემი ფეხბურთელების რეაქცია გაშვებული გოლის შემდეგ და ვფიქრობ საკმარისი მომენტებიც შევქმენით, რათა გოლი გაგვეტანა და მატჩიც მოგვეგო. ბოლო პერიოდია დასკვნით მომენტებში გვაკლია სიზუსტე, ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის მაღალი სტანდარტები, რაც "რეალ მადრიდის" შემადგენლობაში თამაშს მოაქვს", - განაცხადა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ რეალმა“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში „რაიო ვალეკანოს“, „ელჩეს“ და „ჟირონას“ ვერ მოუგო, სამივესთან სტუმრად ითამაშა, მაგრამ დაკარგული 6 ქულა (ჯამში), უკვე ძვირად დაუჯდა, რადგან ლიდერობა დაკარგა, 33 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.






