სხვა

12:49 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: " არმან პეტუხ, ეს ცეკვა შენთვისაა"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პედი პიმბლეტსა და არმან ცარუკიანს გაეხუმრა.

"ელ მატადორმა" ცეკვის ვიდეო ატვირთა, შემდეგი სათაურით - "პედი მოიგე შენი შემდეგი ბრძოლა, ხელები მაღლა ნიკაპი დაბლა. და არმან პეტუხ ეს ცეკვა შენთვისაა", - დაწერა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბრძოლას ვერ შეძლებს, რის გამოც მსუბუქი დივიზიონის დროებით ქამარზე პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ, ხოლო მათ შორის გამარჯვებული თოფურიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092275