თამაშგარე

15:35 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი მოდელის სექსუალურ-სპორტული თავგადასავალი

ბერლინში, გერმანიის საფეხბურთო სამყაროში, ახალი სკანდალი აგორდა, რომელიც ცნობილმა გერმანელმა ყოფილმა მოდელმა ლუნა ვოლფმა თვითპიარის შესანიშნავ მიზეზად გამოიყენა. ევროპული ტაბლოიდების წყაროები ამბობენ, რომ ლუნა მოხვდა გერმანელი ფეხბურთელების მიერ დაგეგმილ წვეულებაზე, რომელიც „სექსუალურ თავგადასავლად“ იქცა.

ლუნა ჯერჯერობით არ ასახელებს კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები ბრძანდებოდნენ იმ დიდებულ ღონისძიებაზე, თუმცა მიანიშნებს რომ სტუმართა უმეტესობა ჭეშმარიტად ლეგენდარული მობურთალია და ახლა ვეტერანის საპატიო სტატუსით სარგებლობს.

„როდესაც ოთახში შევედი, ადამიანების უმეტესობა ნახევრად შიშველი იჯდა და სასმელებს მიირთმევდნენ. მეც მომიწოდეს გამეხადა და მათ შევერთებოდი, რაც თავიდან გავაპროტესტე, თუმცა მერე მივხვდი, რომ სხვანაირად არ გამოდიოდა და მეც გავიხადე. შემდეგ კი ისეთი ამბავი დაიწყო, რომელსაც დეტალებში ახლა არ მოვყვები, თუმცა დადგება დრო, როცა ამას აუცილებლად გავასაჯაროებ“ - ამბობს ლუნა ვოლფი და პატიოსანი ქალივით იშმუშნება.

თეგებილუნა ვოლფი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095604