ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „მიხალოვესთან“ 3:2 მოიგო, რაშიც გურამ კაშიამ წვლილი გოლით შეიტანა.
გურამ კაშიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა 69-ე წუთზე გაიტანა გოლი და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). ეს კაშიასთვის ზედიზედ მეორე გოლია, რადგან სამი დღის წინ კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოც“ დაამწუხრა.
გურამ კაშიას კარგი მატჩი დაუფასა ცნობილმა სტატისტიკურმა საიტმა Sofascore-მა, რომელმაც ქართველს7.9 შეფასება დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
ცნობისთვის, კაშიას მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად სლოვაკეთის ჩემპიონატში ექვს თამაშში 1 გოლი. რაც შეეხება "სლოვანს", 36 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, „რუჟომბეროკს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.









