UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა espnmma-თან ინტერვიუს დროს კომენტარი დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე გააკეთა. მისი აზრით, პედი ოიბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა UFC-ის გეგმაა და აქ ილია თოფურიას ოჯახური პრობლემები არაფერ შუაში არ არის.
"ეს უბრალოდ UFC-ის გეგმაა და ოჯახური პრობლემები არაფერ შუაშია. ორგანიზაციას უნდა, რომ პიმბლეტი ვარსკვლავად აქციონ, რადგან ეს უფრო მიმზიდველს გახდის ილიასთან ბრძოლას. ყველამ იცის, რომ პედიც, გეიჯიც და ილიაც მარტივად დასამარცხებლები არიან და ამ დივიზიონში ჩემი დონის მებრძოლი არავინ არ არის. ჩემთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე მხოლოდ ისლამ მახაჩევი იყო, რომელიც ახლა ამ წონაში აღარაა", - განაცხადა არმანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბრძოლას ვერ შეძლებს, რის გამოც მსუბუქი დივიზიონის დროებით ქამარზე პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ, ხოლო მათ შორის გამარჯვებული თოფურიას შეხვდება.









