ფეხბურთი

15:58 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსოს ბედი "ბილბაოსთან" მატჩზეა დამოკიდებული

მადრიდის "რეალი" ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია, რაც შედეგებზეც აისახა. ჩაბი ალონსოს გუნდმა ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო, სამჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო ერთხელ დამარცხდა.

გუნდის ცუდი შედეგების გამო ესპანურ პრესაში აქტიურად აკრიტიკებენ ჩაბი ალონსოს და ვარაუდობენ, რომ ესპანელს დიდი დრო აღარ დარჩენია. როგორც ცნობილი ინსაიდერი მარიო კორტეგანა იტყობინება, ჩაბი ალონსოს მომავალს "რეალში", ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის შედეგი გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ რეალმა“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში „რაიო ვალეკანოს“, „ელჩეს“ და „ჟირონას“ ვერ მოუგო, სამივესთან სტუმრად ითამაშა, მაგრამ დაკარგული 6 ქულა (ჯამში), უკვე ძვირად დაუჯდა, რადგან ლიდერობა დაკარგა, 33 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158722