ფეხბურთი

17:33 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მარკუს რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება

28 წლის ინგლისელი შემტევი მარკუს რაშფორდი ბოლო პერიოდია კარგ ფორმაშია და ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესიც დაიმსახურა.

როგორც ცნობილი ინგლისური გამოცემები იტყობინებიან, რაშფორდის დამატებით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული და ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება.

როგორც იცით ინგლისელი "მანჩესტერის" საკუთრებაა და იჯარით "ბარსელონაში" თამაშობს, აქედან გამომდინარე მის ტრანსფერში უპირატესი სწორედ კატალონიური გრანდია, რომელსაც აქვს უფლება კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად ინგლისელი 35 მილიონად გამოისყიდოს. ტრანსფერში პარიზული კლუბი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, თუ "ბარსელონა" უახლოეს პერიოდში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 6 გატანილ გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.181223