ფეხბურთი

19:11 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი მინიმუმ 3 თვით გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ დუშან ვლაჰოვიჩი დიდი ხნით გამოაკლდა. სერბ ფეხბურთელს კუნთის მყესის სერიოზული დაზიანება აღენიშნება.

სამედიცინო გამოკვლევის პასუხები იმაზე უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო - ვლაჰოვიჩი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

შემდეგი კონსულტაციებით დადგინდება, საკმარისი იქნება თუ არა კონსერვატიული მკურნალობა, თუ საჭირო ქირურგიული ჩარევა გახდება. დუშანმა ტრავმა „კალიარისთან“ ბოლო მატჩში მიიღო, როცა კარში დარტყმის შემდეგ შეცვლა მოითხოვა.

25 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მას მიმდინარე სეზონის ბოლოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083674