ფეხბურთი

19:43 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: "სლოტმა ვირტცს ტყუილი დაპირებები მისცა"

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ფლორიან ვირტცზე ისაუბრა, რომელმაც ზაფხულში გერმანულ გრანდში გადასვლას „ლივერპულში“ წასვლა ამჯობინა.

გარდა ამისა, ჰიონესმა ჰარი კეინის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ძალიან ვწუხვარ ფლორიან ვირტცის გამო. „ლევერკუზენში“ ყველა პასი მასთან მიდიოდა, „ლივერპულში“ ის ტაიმში ხუთ პასს თუ იღებს და ბურთს თუ ორჯერ დაკარგავს, ცუდ შეფასებას იღებს. სლოტი ვირტცს ის დაჰპირდა, რასაც ახლა არ ან ვერ უსრულებს: მის გარშემო ახალი გუნდის აშენებას 10-ნომრიანი მაისურით, მაგრამ ეს სისულელე იყო. მან 7-ნომრიანი მაისური მიიღო და გუნდი ვირტცის გარშემო აშკარად არ თამაშობს.

რაც შეეხება კეინს, მას იანვრის ბოლომდე აქვს გათავისუფლების პუნქტი. ვვარაუდობთ, რომ ის კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე აუცილებლად დარჩება. ვიცი, რომ მას კონტრაქტის განახლებაც სურს, მისი ოჯახი აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, მიუნხენში საქმის კეთება მშვიდად შეგიძლია“, - თქვა ჰიონესმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088781