ფეხბურთი

20:26 | 1.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ნეიმარი და ვინისიუსი? მუნდიალზე მათ წავიყვან, ვინც 100%-ით მზად იქნება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნეიმარის გამოძახებაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის განაცხადში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეიყვანს, რომლებიც 100%-ით ფორმაში იქნებიან და ეს არ ეხება მხოლოდ ნეიმარს, არამედ ვინისიუსსაც:

„მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად 100%-ით მზად უნდა იყო. ბევრი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გვყავს და უნდა ავირჩიო, ვინ არის საუკეთესო. საქმე მხოლოდ ნეიმარში არ არის: ეს ვინისიუსსაც ეხება. თუ ის 90%-ით მზად იქნება, მირჩევნია სხვა ვინმე გამოვიძახო, ვისაც 100%-იანი გარანტია ექნება, რადგან შეტევაში კონკურენცია უზარმაზარია. მისი ნიჭი უდავოა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა ერთად ვიყავით, ტრავმებმა ხელი შეუშალა მას სათანადო ფორმის მიღწევაში. ჯერ ნოემბერია და ვინ იქნება მუნდიალის განაცხადში, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.208574