საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტური „გაგრა“ – „თელავის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
„თელავი“ 31-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილის გოლით დაწინაურდა, რასაც ორ წუთში დავით მუჯირმა უპასუხა და ტაიმი ფრეს დასრულდა. თუმცა, სტუმრებმა მეორე ნახევარში გამარჯვების გოლი გაიტანეს, რომელიც ინიგო მარტინის აქტივშია.
„გაგრა“ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა, ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და სეზონს „იბერიასთან“ მატჩით დაასრულებს, ხოლო „თელავი“ 33 ქულით მეცხრეა, მერვე ადგილზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასარჩენად ბრძოლა პლეი-აუტში მოუწევს, ბოლო ტურში კი „სამგურალს“ ეთამაშება.
„გაგრა“ – „თელავი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 ბაშალეიშვილი (31), 1:1 მუჯირი (33), 1:2 მარტინი (71)






