„ლივერპულს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას შეძენა სურს.
როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლივერპული“ მზადაა „სამეფო კლუბს“ 60 მილიონი ევრო შესთავაზოს. მადრიდელთა პოზიცია უცნობია, მაგრამ ფრანგი „რეალში“ ხელშეუხებელი ფიგურა ნამდვილად არაა.
გარდა ამისა, კამავინგას „მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროს იდეალურ შემცვლელად განიხილავს. ფეხბურთელის მიმართ გარკვეულ ინტერესს პსჟ, „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალიც“ იჩენენ, მოკლედ, კონკურენცია დიდია.
ედუარდო კამავინგა „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობს და 194 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე მან სახელი სამშობლოში, „რენის“ მაისურით თამაშისას გაითქვა.






