„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ Golden Boy-ის ტიტულის მოგებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის ამ ტიტულის მოგება ოცნება იყო.
„ძალიან ვამაყობ ამ ჯილდოს მიღებით: ის ფენომენალურმა მოთამაშეებმა მოიგეს და დღეს აქ ყოფნა ჩემთვის ოცნებაა. პსჟ? შესაძლოა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გავხდეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებულია, თუმცა გოლის გატანაზე ოცნებაც კი რთულია“, - თქვა დუემ.
შეგახსენებთ, რომ დეზირე დუემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა და მან წელს Golden Boy-ის ჯილდო მოიგო.






