ფეხბურთი

11:13 | 2.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდიმ სერია A-ს მატჩში წელიწადნახევრის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა

„კრემონეზეს“ თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ წელიწადნახევრის შემდეგ პირველი დუბლი შეასრულა. 38 წლის თავდამსხმელმა ორჯერ გაიტანა გოლი სერია A-ს მატჩში „ბოლონიასთან,“ რომელიც მისმა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ანგარიშით 3:1.

ინგლისელმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 35-ე წუთზე გაიტანა. შემდეგ, შესვენებიდან მალევე, 50-ე წუთზე, გაიმეორა ეს მიღწევა.

ვარდის წინა მსგავსი მიღწევა 2024 წლის 29 აპრილით თარიღდება. მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ინგლისურ კლუბ „ლესტერში“ თამაშობდა, თავდამსხმელმა ასევე ორჯერ გაიტანა გოლი ჩემპიონშიფის მატჩში „პრესტონის“ წინააღმდეგ. ამ მატჩში მისმა თამაშმა „მელიებს“ კომფორტული 3:0 გამარჯვება მოუტანა.

2025 წლის 2 სექტემბერს ჯეიმი ვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა იტალიურ კლუბ „კრემონეზეს“. 38 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092462