„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა „არსენალის“ თავდამსხმელ ბუკაიო საკაზე ისაუბრა.
„ის ისეთივე ძლიერია, როგორც მოჰამედ სალაჰი. ის დაბალი აღნაგობისაა, მაგრამ ოდესმე გინახავთ, რომ ბურთი წაერთვათ მისთვის? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზურგს აქცევს და ფლანგიდან უტევს. ის ძლიერი ბიჭია, ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც, თუ სეზონში საჭირო დროს ფორმაში შევა, შეუძლებლის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ფერდინანდმა Rio Ferdinand Presents YouTube არხზე.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, ექვსი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.






