„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის ნახევარმცველ ფილიპ ფოდენზე ისაუბრა.
„ვიმედოვნებ, კლუბში მთელი კარიერის განმავლობაში დარჩება. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივარი აკადემიის დროიდან, ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება კაპიტნობას, თუ მას სურს იყოს, მაშინ კი. ის ყოველთვის ლიდერი იყო მოედანზე. ის არ არის ადამიანი, ვინც გასახდელში ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მოედანზე ის არასდროს ქრება უკანა პლანზე. ყოველთვის პირველივე დღიდან იღებს პასუხისმგებლობას და მოედანზე წარმოუდგენელი ქარიზმა აქვს“, - თქვა გვარდიოლამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.






