NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 125:120 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ იმარჯვა.
გოგა ბითაძემ არასრულ 18 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. გოგამ დაზიანებაც მიიღო და შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ჯერ უცნობია, ტრავმის ხარისხი.
„ორლანდომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 13 გამარჯვებით და 8 მარცხით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 დეკემბერს, „სან ანტონიოს“ უმასპინძლებს.









