მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ვენსან კომპანის „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას მემკვიდრედ მიიჩნევენ, რაზეც ბელგიელმა კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ის მხოლოდ „ბაიერნზე“ ფიქრობს და არა სხვა კლუბებზე, მათ შორის, „მანჩესტერ სიტიზე“.
„მომწონს იმ სამყაროში ცხოვრება, როგორიც ახლა მაქვს - ის მთელ ჩემს დროს იკავებს. სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. მხოლოდ „ბაიერნზე“ ვფიქრობ. ეს შეიძლება იყოს სეზონი, რომელიც დიდ კმაყოფილებას და წარმატებას მოგვიტანს“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდაა, სადაც ფეხბურთელის რანგში კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.






