„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება.
ქართველმა შემტევმა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად მიიღო, შესაბამისად, მომდევნო თამაშისთვის მზად იქნება.
ზურიკოს ავადმყოფობის გამო ბოლო მატჩი გაუცდა საფრანგეთის თასზე, მაგრამ ლიგა 2-ის მე-16 ტურში „დიუნკერკთან“ 6 დეკემბერს დაგეგმილ თამაშში მწვრთნელის განკარგულებაში უნდა იყოს.
მიმდინარე სეზონში მან ლიგა 2-ის 13 შეხვედრაში თავი 6 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო „სენტ ეტიენი“ 29 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის.






