ფეხბურთი

1:35 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ფულჰემი" 9-გოლიან თრილერში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ფულჰემი“ 5:4 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა შესანიშნავად დაიწყო: ერლინგ ჰოლანდის, ტიჯანი რეინდერსის და ფილ ფოდენის გოლებით 3:0 დაწინაურდა, რასაც მასპნძლებმა ტაიმის მიწურულს ემილ სმით-როუს გოლით უპასუხეს.

მეორე ტაიმის სტარტზე ფოდენმა დუბლი შეასრულა, ერთიც ლონდონელებმა საკუთარ კარში გაიტანეს და „სიტის“ უპირატესობა ოთხბურთიანი გახდა. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ფულჰემმა“ 78-ე წუთისთვის ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ჯერ ალექს ივობიმ გაიტანა, მერე სამუელ ჩუკვუეზემ დუბლი შეასრულა - 4:5.

მატჩის ბოლო წუთებში ლონდონელებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ და „სიტი“ გადარჩა. საბოლოოდ, გვარდიოლას გუნდმა მაინც მოიგო.

„მანჩესტერ სიტი“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „სანდერლენდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ფულჰემი“ 17 ქულით მე-15 პოზიციაზეა და „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

„ფულჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 4:5 (1:3)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (17), 0:2 რეინდერსი (37), 0:3 ფოდენი (44), 1:3 სმით როუ (45), 1:4 ფოდენი (48), 1:5 ბერგე (54, ა.გ), 2:2 ივობი (57), 3:5 ჩუკვუეზე (72), 4:5 ჩუკვუეზე (78)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093252