იტალიის თასის მერვედფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს აჯობა და მშვიდად მოუგო. 23-ე წუთზე ანგარიში ჯონათან დევიდმა გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე მანუელ ლოკატელიმ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„იუვემ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არცერთი ჩაითვალა. მათ შორის, ერთი შეცდომით: 34-ე წუთზე დევიდმა ლამაზი გოლი შეაგდო და VAR-მა ოფსაიდი დააფიქსირა. დევიდი „უდინეზეს“ მცველ ნიკოლო ბერტოლაზე წინ მართლაც იყო, ვისთანაც ხაზი გაავლეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფლანგზე უდინელთა კიდევ ერთი მცველი, მატეო პალმა იყო, რომლის გამოც დევიდი თამაშგარე პოზიციაში არ იდგა, მაგრამ VAR-ზე პალმა რატომღაც არ გაითვალისწინეს ან ვერ შეამჩნიეს. 2022 წელს, „იუვენტუსს“ მსგავსი მიზეზით გაუუქმეს „სალერნიტანასთან“ მატჩში არეკ მილიკის გადამწყვეტი გოლი.
„უდინეზე“ იტალიის თასიდან გავარდა, ხოლო საბა გოგლიჩიძე ისევ სათადარიგო სკამზე იყო. მას 29 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, არც ერთი წუთი, როცა სერია A-ში „იუვენტუსთან“ ორი პენალტი აიკიდა. აშკარაა, მწვრთნელი აღარ ენდობა.
„იუვე“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ატალანტა“ – „ჯენოას“ შორის უმჯობესს შეხვდება.






