კალათბურთი

9:44 | 3.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" მძიმე ბრძოლაში იმარჯვა, მამუკელაშვილმა 6 ქულა ჩააგდო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც თავისი მატჩი გამართა "ტორონტო რეპტორსმა" და ზედიზედ ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:118 იმარჯვა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 18:42 წუთი გაატარა. ქართველმა ხსენებულ დროში 6 ქულას, 7 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა მხრიდან იმანუელ ქვინი გახდა, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით, 5 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 15 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს "ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093817