რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილი გახდა.
"ბორჯღალოსნები" B-ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მოწინააღმდეგე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან. სათქმელია, რომ წილისყრაში მეტ-ნაკლებად გაგვიმართლა, რადგან შესაძლებელი იყო ბევრად რთულ ჯგუფში მოვხვედრილიყავით, იქიდან გამომდინარე, რომ მესამე კალათაში ვიყავით განთესილნი.
სხვა ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:
A - ჯგუფი
ახალი ზელანდია
ავსტრალია
ჩილე
ჰონკ კონგ ჩინეთი
B - ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა
იტალია
საქართველო
რუმინეთი
C-ჯგუფი
არგენტინა
ფიჯი
ესპანეთი
კანადა
D-ჯგუფი
ირლანდია
შოტლანდია
ურუგვაი
პორტუგალია
E-ჯგუფი
საფრანგეთი
იაპონია
აშშ
სამოა
F-ჯგუფი
ინგლისი
უელსი
ტონგა
ზიმბაბვე
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2027 წლის 1 ოქტომბერს აიღებს სტარტს. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდები ექვსს ჯგუფში ოთხ-ოთხ გუნდად გადანაწილდნენ, შემდეგ ეტაპზე გარდა 1-2 ადგილოსნებისა, საუკეთესო 4 მესამეადგილოსანიც გავა.
საქართველოს იტალიასთან მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უთამაშია, ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია.
სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს ავსტრალიაში შევერკინეთ და ტურნირზე პირველი ლელო გავიტანეთ, თამაში კი მეტოქემ 46:19 მოიგო. რუმინეთს 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.









